ბონუს ანაბარი
დაგროვების ახალი ფორმულა: 14=15!
ანაბრის აღწერა
ბონუს ანაბარი მარტივად დაგროვების საუკეთესო საშუალებაა. ანაბრის გახსნა ხდება კუპონების მეშვეობით, რომლებიც წამოდგენილია სხვადასხვა ნომინალით - 20, 30, 50 და 100 ერთეული.
იმით თუ რა ნომინალს აირჩევთ, განისაზღვრება თქვენი ყოველთვიური შენატანი.
სად შეიძლება მიიღოთ კუპონები?
ბონუს კუპონები შეგიძლიათ მიიღოთ თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში.
ყურადღება!
ბონუს კუპონების მიღება შეიძლება თქვენს სამუშაო ადგილზეც! საკმარისია 5 თქვენი თანამშრომლის სურვილი ბონუს ანაბრის გახსნისა და ჩვენი წარმომადგენელი თავად მოვა თქვენთან!
საპროცენტო სარგებელი
ანაბრის ვადის ბოლოს, თქვენ დაგერიცხებათ ბონუს კუპონის ნომინალის შესაბამისი თანხა.
მაგალითად, თქვენ აირჩიეთ 100 ლარიანი კუპონი. 14 თვის განმავლობაში თქვენ დააგროვეთ 1400 ლარი. მეთხუთმეტე 100 ლარს, ბანკი გირიცხავთ საჩუქრად. ჯამში თქვენ დააგროვებთ 1500 ლარს.
ამასთან, ყოველთვიურ შენატანზე, რომელიც აღემატება კუპონის ნომინალს თქვენ მიიღებთ დამატებით 5% სარგებელს.
მაგალითად: თქვენ აირჩიეთ 50 ლარიანი კუპონი და ყოველ თვე გადაწყვიტეთ 70 ლარის შეტანა თქვენს ანაბარზე. 5%სარგებელი თქვენ დაგერიცხებათ ყოველ დამატებით 20 ლარზე.
ძირითადი უპირატესობები
- აგროვებთ 14-ს, იღებთ 15-ს!
- ბონუს თანხის მიღება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს*
- თქვენთვის სასურველი თანხის დაგროვება ახლა უფრო მარტივია
- ყოველთვიური თანხის დამატება თქვენ შეგიძლიათ ჩვენი დისტანციური სერვისების გამოყენებით (ინტერნეტ ბანკი, მობაილ ბანკი, ავტომატური გადარიცხების სერვისი, ტელეფონ ბანკი) და თიბისი ფეის სწრაფი გადახდის ტერმინალებით.
სიახლე! დაგროვება თქვენთვის უფრო მარტივი იქნება თუ ხელფასი თიბისი ბანკში გერიცხებათ. მოითხოვეთ თანხის ყოველთვიურად ავტომატური გადარიცხვა ბონუს ანაბარზე. თქვენთვის ავტომატური გადარიცხვების სერვისზე რეგისტრაცია და მომსახურება სრულიად უფასოა!
მინ. პირველადი შენატანი
არ მოითხოვება
სხვა პირობები
ანაბრის ვადა - 14 თვე, ავტომატური გაგრძელების შესაძლებლობით
ანაბრის ვალუტა - ლარი, დოლარი, ევრო